რეფლექსია
რესურსის აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია
რესურსი წარმოადგენს
ხის კუბიკს, რომელსაც
ექვსივე გვერდზე აწერია
პირის ნაცვალსახელები. მასწავლებელი
წინასწარ განსაზღვრავს როგორი ტიპის გაკვეთილს ატარებს, რა აქვს მიზანი და როგორ გამოიყენებს
კამათელს.
რესურსი არის: ადვილად დასამზადებელი; ხელმისაწვდომი; უსაფრთხო; მსუბუქი,
ეკოლოგიურად სუფთა, არ არის ძვირი.
აღნიშნული რესურსის მიზანია, მოსწავლეებმა: ხალისით შეასრულონ დავალება; ითანამშრომლონ მასწავლებელთან; გაიზარდოს მოტივაცია და ჩართულობა, შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება. რესურსის გამოყენებით მოსწავლეები
ადვილად, თამაშ-თამაშით დაიმახსოვრებენ პირის ნაცვალსახელებს, ისწავლიან
ზმნების უღლებას, წინადადებებში
მათ გამოყენებას სხვადასხვა
ფორმაში.
რესურსი მრავალფუნქციურია და შეიძლება გამოიყენოს
სხვადასხვა კლასის და საგნის მასწავლებელმა. დაწყებით საფეხურზე,
როდესაც მოსწავლეებს ვასწავლით
პირის ნაცვალსახელებს, მოსწავლეები
ხალისით აგორებენ კამათელს
და იმახსოვრებენ, თარგმნიან
მშობლიურ ენაზე და/ან მიანიშნებენ ვის ეხება ნაცვალსახელი. ამ ასაკობრივი
ჯგუფისათვის, სწავლების პროცესი თამაშის
ელემენტებით ზრდის მოსწავლეთა
ჩართულობას და მოტივაციას.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს
მათზე არავერბალური საშუალებებით
რესურსი უებარი
საშუალებაა მაშინ, როცა მასწავლებლის მიზანია
შეასწავლოს ზმნის დროები
და ფორმები. (ინსტრუქცია: გააგორე
კამათელი სამჯერ და მითხარი ზმნა------
თხრობით/კითხვით/ უარყოფით ფორმაში)
საბაზო საფეხურზე
უწესო ზმნების უღლების
შესწავლის დროს კამათელი
საშუალებას აძლევს მოსწავლეს
რომ არა მარტო დაიზეპიროს ზმნის ფორმები, არამედ
შეძლოს მათი სწორად
გამოყენება, ამასთან უბიძგებს
სწრაფად იაზროვნოს და ზმნის
შესაბამისი ფორმა გამოიყენოს.
უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია
მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ
იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული
და მომავალი დროის გამოსახატად;
·
სათანადოდ იყენებს
ნასწავლ ლექსიკას.
მას შემდეგ,
რაც მოსწავლეებს ავუხსნი
ახალი ზმნის უღლებას,
ბავშვებს ვთხოვ შეისწავლონ
ჯგუფში ახალი ზმნა, შემდეგ კი ყველა ჯგუფიდან
გამოდის თითო წარმომადგემნელი და „აგორებენ კამათელს“,
ეჯიბრებიან ერთმანეთს სწორი პასუხების რაოდენობაში. ჯგუფური შეჯიბრი ხელს
უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ
ჩართულობას, ახსნილი მასალის
უკეთ შესწავლას, ამ ცოდნის
პრაქტიკაში გადატანას.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire