https://akhaliganatleba.ge/საერთაშორისო-კვლევების-რ/?fbclid=IwAR31P2dDA3q5w7_ByZyq9pd9m70uTvOrzx-ha7sO-aAKP-JEyuKUmHyOMuM
წიგნიერება არის მრავალფეროვანი ტექსტების წაკითხვის,
შექმნის, განხილვისა და გადამუშავების უნარი. ეს უნარი განაპირობრბს მოსწავლის წარმატებას
როგორც სკოლაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. წიგნიერების უნარი კავშირშია ეფექტური
კომუნიკაციის დამყარების, კრიტიკული აზროვნების,
შემოქმედებითობის, არგუმენტირებული მსჯელობის და სხვა უნარებთან. ის წარმოადგენს წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ
კომპეტენციას. ამდენად, ამ საკითხის შესწავლა და რელევანტური ინტერვენციების განხორციელება უმნიშვნელოვანესია როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლისათვის
და სრულიად სკოლისთვის და საზოგადოებისათვის.
აღნიშნული კვლევა ჩავატარე 2022-2023 სასწავლო წელს
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის
124-ე საჯარო სკოლაში. კვლევის დაწყებამდე იმ საერთაშორისო კვლევებით დავინტერესდი,
რომელიც ახლოს იყო შესასწავლ საკითხთან.
PIRLS
(Progress in International Reading Literacy Study) მეოთხე კლასელი მოსწავლეების მიღწევებს
და მათზე მოქმედ ფაქტორებს შეისწავლის. მას ატარებს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების
საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 2001 წლიდან. საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო
კვლევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის კვლევის ჯგუფი უძღვება.
წიგნიერების
საერთაშორისო კვლევა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ
ტარდება. საქართველომ ბოლო სამ ციკლში
(2006, 2011 და 2016) მიიღო მონაწილეობა. პირველ
ორ ციკლში მხოლოდ ქართული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მესამეში კი კვლევაში
ჩართულნი იყვნენ აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებიც. მართალია, საქართველოს შედეგები სტატისტიკურად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ
საშუალოს დონეს, თუმცა კვლევის განმეორებითი ხასიათი
საშუალებას იძლევა დინამიკაში დავაკვირდეთ მონაცემებს- ბოლო ათი წლის განმავლობაში
(2006-2016) საქართველომ მიღწევის ყველა საფეხურზე გააუმჯობესა საკუთარი შედეგი.
PIRLS-ის
კვლევის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებზე
მოქმედ ფაქტორთა შორის საზოგადოება, სკოლა, კლასი, ოჯახი, მოსწავლის ინდივიდუალური
მახასიათებლები და სწავლისადმი დამოკიდებულებები სახელდება. ამავე კვლევაში მოსწავლეთა წიგნიერებაზე მოქმედ მნიშვნელოვან
ფაქტორთა შორის თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელდება,
რის ინდიკატორებადაც მოსწავლის სქესი, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სკოლის ადგილმდებარეობა
და ტიპია განხილული. ჩემს შემთხვევაში კვლევას კონკრეტულ სკოლაში ვგეგმავდი, ამდენად მისი ტიპი და ადგილმდებარეობა
განსაზღვრული იყო. დავინტერესდი კვლევის დიზაინით. სწორედ Pirls კვლევის წაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ჩემთვის
ის მიმართულებები, სადაც უნდა გამეშალა ჩემი საქმიანობა. კვლევისას სამიზნე ჯგუფი იყო სამივე საფეხურის შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით შერჩეული მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის ბიბლიოთეკარი. ამ
მიმართულებებზე ჩატარებულმა გამოკითხვების შედეგებმა გამოკვეთა ზოგადი სურათი და პრობლემები,
რომელთა მოგვარებისთვის ინტერვენციების ჩატარება დადგა დღის წესრიგში.
“Vision du Monde“ არის “World Vision International”-ის პარტნიორი
მსოფლიოში პირველი ბავშვთა სპონსორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა დაეხმაროს
ყველაზე დაუცველ ბავშვებს. იგი წარმოდგენილია
100-ზე მეტ ქვეყანაში და ამ ბავშვების დახმარების 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
“Vision du Monde“ -ის
მიხედვით, თითოეული ბავშვის წიგნიერების დონის ამაღლებით გაუმჯობესდება არა
მხოლოდ მათი ცხოვრების პირობები, არამედ სრულიად საზოგადოება. სხვა მრავალ მიზეზთა
შორის, როგორიცაა არახელმისაწვდომი განათლება, რესურსების არქონა, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება
და სხვ. რომელიც ამ პრობლემის გამომწვევია, ისინი უკვე კოვიდ 19-საც ასახელებენ.
დავინტერესდი იმ ინტერვენციებით,
რასაც ეს ორგანიზაცია ანხორციელებს წიგნიერების დონის ასამაღლებლად. 2012 წლიდან
„World Vision“ ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას სახელწოდებით „Unlock
Literacy“, რომლის მთავარი მიზანი კითხვის სწავლის წახალისებაა. ეს მეთოდი ასევე მოიცავს სოციალურ და კულტურულ სწავლებას.
ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული „კითხვის კლუბები“, რომელსაც მოხალისეები ხელმძღვანელობენ, საშუალებას აძლევს ბავშვებს მოვიდნენ და ერთად წაიკითხონ
ისტორიები.
ჩვენს ქვეყანაში კონტექსტი განსხვავებულია, უზრუნველყოფილია განათლების ხელმისაწვდომობა(უფასო, საყოველთაო), მოსწავლეები სკოლაში დადიან და იციან წერა-კითხვა,
თუმცა ნაკლებს კითხულობენ, გადავწყვიტე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა წიგნიერების დონის
ამაღლებისთვის ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები ჩამერთო აქტივობებში,
სწორედ მათ ეტვირთათ მოხალისეთა ფუნქცია. ამით სარგებელს მიიღებდნენ არა მხოლოდ დაწყებითის,
არამედ მოხალისე მოსწავლეებიც, რომლებიც თანატოლ-განმანათლებლის
სტატუსს მოირგებდნენ და სკოლისადმი მიკუთვნებულობის
განცდა აუმაღლდებოდათ. გარკვეულწილად, ამ აქტივობით ინსტიტუციების გაძლიერებაზეც ვიზრუნებდი
სკოლის სასარგებლოდ.
ამ აქტივობის განსახორციელებლად გამოვიყენე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის
და „ყველაზე წიგნიერის“ შემოთავაზებული სასწავლო რესურსები, რომელიც კითხვის მოტივაციის
ამაღლების გარდა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობდა ხელს.
ეს აქტივობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან განვახორციელეთ.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს მოესმინათ უფროსების მიერ წაკითხული
საინტერესოდ წაკითხული ნაწყვეტები, რომელზეც გამართავენ ერთობლივ მსჯელობას.გადავწყვიტე,
ამ ინტერვენციის განხორციელებაში სკოლის თვითმმართველობის წევრები ჩამერთო. მოზარდები
სიამოვნებით და ინტერესით ჩაერთვნენ გამოწვევაში. თვითმმართველობის წევრების გარდა,
მათ უფროსკლასელი მოხალისეები შეუერთდნენ. ამით სკოლამ ორმაგი სარგებელი მიიღო- ხელი
შევუწყე სკოლის ბაზაზე ინსტიტუციების, კერძოდ მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას, მოსწავლეთა სკოლისადმი მიკუთვნებულობის
განცდა გაიზარდა, თანაც, მათ წიგნის კითხვის მოტივაციის გაზრდასთან ერთად პატარა თანასკოლელებს
ბულინგის თემაზეც ესაუბრნენ.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებით გამოწვეულ ემოციები უკუკავშირის სახით გადმოსცეს დახატულ პოსტერებზე -თანამშრომლობა შედგა!
ჩვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებს
გამოეხმაურა სულაკაურის გამომცემლობის გვერდი “სამასწავლებლო“ პოსტით,
სადაც ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრები იყო გამოფენილი.
https://www.facebook.com/photo?fbid=10209979691046630&set=pcb.6879649458728254
საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კვლევების და ინტერვენციების
გაცნობამ და პრაქტიკაში დანერგვამ დადებითი
შედეგი მოუტანა როგორც მოსწავლეებს, ასევე სკოლას.
გამოყენებული ლიტერატურა- https://naec.ge/uploads/postData/KVLEVEBI/PIRLS%202016%20%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire