სასწავლო რესურსი „კალენდარი“ მეექვსე კლასის სახელმძღვანელოში(Amis et compagnie 1, U.8) მოცემული თემის „დღესასწაულები საფრანგეთში“ შესწავლისას გავაკეთე. სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია მშრალია, ნაკლებად იწვევს მოსწავლეთა მოტივაციას. დამატებითი მასალის მოძიებისას ვერ მოვიპოვე ისეთი რესურსი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ კონკრეტულ კლასში მოცემულ თემაზე სამუშაოდ მჭირდებოდა. გადავწყვიტე თავად მომემზადებინა რესურსი, რომელიც იქნებოდა მამოტივირებელი, ინფორმატიული, მრავალჯერადი გამოყენების, ინტერაქციული. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა-მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა გაიზარდა, ისინი ძალდაუტანებლად , ხალისით ასრულებენ სავარჯიშოებს, ერთვებიან ინტერაქციაში. ამასთან თვეების სახელებთან დაკავშირებული სირთულე(მოსწავლეები ინგლისური ენის გავლენით შეცდომებს უშვებენ ფრანგულ ენაზე თვეების სახელწოდებებში) ძირითადად დაძლეულია.
ამ რესურსის გამოჩენას გაკვეთილზე პოზიტიური განწყობა და მოტივაციის ზრდა მოჰყვა. გაკვეთილი კალენდრის თვალსაჩინო ადგილზე დაკიდებით და შეკითხვით-თქვენი აზრით, რა იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა?-დავიწყე. დააკვირდით ფერად ბუშტებს-რა დაკვნას გააკეთებთ? (ბუშტებში მოცემული ფოტოების დახმარებით მოსწავლეები ადვილად ხვდებიან რას ეხება გაკვეთილი, უჩნდებათ კითხვები, იზრდება მოტივაცია-ჩართულობა).
რესურსი კვირის დღეების(Amis et compagnie 1, U.6) და თვეების(Amis et compagnie 1, U.2) შესწავლისას ეფექტურად გამოვიყენე- წინარე ცოდნის გასამეორებლად და ახლის ასახსნელად, ცოდნის ორგანიზების და ურთიერთდაკავშირებისთვის.(რიცხვები(თარიღი)- თვეები-კვირის დღეები-წელიწადის დროები-ამინდი). ეს ის საკითხებია, რომლითაც ყოველ გაკვეთილს ვიწყებ (Quelle date sommes nous aujourd’ hui?....) და მოსწავლეებს პასუხისთვის აქვთ რესურსი, რომელიც საყდენის ფუნქციას ასრულებს. ამდენად, რესურსი ახდენს ინტერაქციის სტიმულირებას და ამასთან კონტექსტუალიზებულია, ითვალისწინებს მოსწავლეების გამოცდილებას, მათ გარშემო არსებულ სინამდვილეს, კარნახობს როგორ შეიძლება საკლასო ოთახის გარეთ ნასწავლი გამოიყენონ, აჩვევს სწავლის სწავლას. გარდა ამისა, ის იძლევა მისი რეალური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას. აქვე რესურსი მოსწავლეს უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილს უჩენს-ინტერესდება ბუშტებში არსებული დღესასწაულებთან დაკავშირებული ფოტომასალით, პარალელებს ავლებს ქართულ დღესასწაულებთან. ამდენად, რესურსზე დაყრდნობით მასწავლებელი მიზნიდან გამომდინარე რელევანტური დამატებითი სავარჯიშოების და აქტივობების დაგეგმვით დაფარავს მეორე უცხოური ენის დაწყებითის სტანდარტის ყველა სამიზნე ცნებას -ტექსტი(შედეგები: 1,2,3,4,5); სამეტყველო ქმედება (შედეგები: 3, 4, 5, 6); ენობრივი საშუალებები (შედეგები: 1,2,3,4,5,6); კულტურათა დიალოგი (შედეგები: 5, 6).
რესურსი „კალენდარი“ იძლევა არა მხოლოდ უნარების ინტეგრირების საშუალებას (ჩამოთვალე თვეები, დააჯგუფე საერო და რელიგიური დღესასწაულები, რესურსზე დაყრდნობით გააკეთე პრეზენტაცია(წყვილებში, ჯგუფებში)-წარადგინე სეზონების მიხედვით ამინდები, ფერები, დღესასწაულები, არამედ საგნების ინტეგრირების საშუალებას(უცხო ენა-ბუნებისმეტყველება).
რესურსი თანმიმდევრული, მისდევს გარკვეულ სქემას, ორგანიზებულია, თანმიმდევრული და ნათელი, რაც მოსწავლეს საკითხის აღქმის და განზოგადების საშუალებას აძლევს.
რესურსი უსაფრთხოა და მოქნილი, შეიძლება გამოვიყენოთ დანაწევრებული სახით ჯგუფებში მუშაობისას, ინტერაქციისას. „კალენდარი“როგორც ყველა გაკვეთილზე გამოსაყენებლად, ასევე განვლილი მასალის შეჯამებისას.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რესურსი „კალენდარი“ მრავალჯერ შეიცვალა, დავამატე ან მოვაკელი (მოძრავი) დღესასწაულები და შევცვალე ფერები (ამ თემის შესწავლისასაც წარმატებით გამოვიყენე). ამდენად სწავლის პროცესში შეძლება რესურსის მოდიფიცირება-დახვეწა მოხდეს და მოვარგოთ კლასს თემის, მიზნის, მოსწავლეთა მზაობის მიხედვით. აღნიშნული რესურსი მუდმივად გამომადგება მე-5 კლასში განვლილი მასალის შეჯამების დროს.
ბმული კალენდრის ჩამოსატვირთად - https://drive.google.com/file/d/1surpUXKG7_xDehYgtPyUL2aRfoHkaR00/view?usp=drive_link
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire