ჩემი ბიოგრაფია(CV)

პროექტი-„ალჟირის ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში“

თუკი განათლების უპირველესი მიზანია ახალგაზრდების მომზადება მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისათვის, მაშინ ინტერკულტურული განათლება ამ პროცესის არსებითი ნაწილია. სწორედ მოსწავლეთა ამ უნარის ჩამოყალიბება-განმტკიცებისკენ იყო მიმართული პროექტი, რომელიც ფრანკოფონია 2023 -ის ფარგლებში განვახორციელე IX კლასის მოსწავლეებთან ერთად. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ფრანკოფონია 2023-ის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება „გავიცნოთ ფრანკოფონული ქვეყნები: პატივს მივაგებთ ალჟირსა და ტუნისს“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის წევრები, ქვეყნის საშუალო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეები, პედაგოგები, ქართული უნივერსიტეტების ფრანგულენოვანი სტუდენტები და პროფესორები, ალჟირისა და ტუნისის უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებმაც გაგვაცნეს ამ ორი ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, დედაქალაქები, მოსახლეობა, არქიტექტურა, ფრანგულენოვანი ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, კინო, სპორტი, ტურისტული ადგილები. ჩემი მოსწავლეებისთვის ეს იყო მრავალგვარი სარგებელი- გარდა ენობრივი დონის ამაღლებისა, შეისწავლეს ალჟირის ძეგლები, დახვეწეს საპრეზენტაციო უნარები, უცხოენოვან აუდიტორიასთან კონტაქტი-მოსმენა, გაგება, კონფერენციაზე მოისმინეს უამრავი საინტერესო მასალა( მათ შორის ის, რაზეც პროექტის დასაწყისში მცირე ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული- ალჟირის ისტორია და სამზარეულო), აიმაღლეს ცნობიერება ფრანკოფონ ქვეყნებთან მიმართებაში, განუმტკიცდათ სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა-თავიანთი სკოლის სახელით გამოვიდნენ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი და მან ამ ღონისძიების ამსახველი მასალა სკოლის გვერდზე განათავსა. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire