ჩემი ბიოგრაფია(CV)

სტაჟირება ანტიბში

მიხეილ  ჯავახიშვილის  სახელობის  ქალაქ  თბილისის  124  საჯარო  სკოლის  ფრანგული  ენის  მასწავლებლი  ნონა  ბეროშვილი 
პროფესიული  განვითარების  განხორციელებული  გეგმის  რეფლექსია
დასაწყისშივე  მინდა  აღვნიშნო,  რომ  ყოველთვის  მზად  ვიყავი  ყველა  ინოვაციისთვის,  რასაც  განათლების  სამინისტრო  გვთავაზობდა.  რეფორმის  საწყისი  ეტაპიდან  მოყოლებული  ვესწრებოდი  დანერგვისა  და  ფასილიტაციის  ტრენინგებს  და  ყველა  საიტერესო  ტრენინგს  როგორც  საგნობრივს,  ისე  პროფესიულ  უნარებში, გავიარე  ისტ-ის ყველა  დონის   ტრენინგი,   ალბათ  ამ  ყველაფრის   შედეგი  იყო,  რომ  პირველივე  წელს  გავხდი  სერთიფიცირებული  მასწავლებელი,  ჩავაბარე  კომპიუტერების  და  ინგლისური ენის  ინტეგრირებული  გამოცდა,  ვიყავი  ფრანგული  ენის  მენტორი  მასწავლებელი(2011/2012  სასწ.  წელი),   ვიყავი  სკოლის  ბაზაზე  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ჯგუფის  ე.წ.  „შვიდკაცას“  წევრი,  ვცდილობდი  და  შევეცდები  ფეხი  ავუწყო  ყველა  სიახლეს  უწყვეტი  პროფესიული  განვითარებისთვის  და  სწავლა-სწავლების  ხარისხის  ამაღლებისათვის.   თუმცა,  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ყოველი  ახალი  სასწავლო  წლის  დასაწყისში   ახალ  კლასში  შესვლისას  ვხვდები,  რომ  ყველა  მომდენო  თაობა  განსხვავდება  წინა  თაობისგან  თავისი  მისწრაფებით  და  ინტერესებით,  რაც  განსხვავებულ  მიდგომას  მოითხოვს. საკუთარი  პრაქტიკის  თვითკრიტიკული  ანალიზისას,  რის  გარეშეც  შეუძლებელია  მიზანმიმართული  პროფესიული  წინსვლა,  მივხვდი,  რომ  თუკი  ჩემი  უნარი  მოსწავლეთა  მოტივირებისა  ამაღლდებოდა,  კლასში  ცოდნის  დონე  აიწევდა  და  ფრანგული  ენის  უკეთ  შესწავლის  მეტი  მსურველი  იქნებოდა.  სწორედ  ამიტომ,  ჩემი  პროფესიული  განვითარების  გეგმის  პრიორიტეტია  ის,  რომ გამოვიყენო  ინოვაციური  მეთოდები  თუ  ინტერნეტ  რესურსები,  რაც  მოსწავლეთა  მოტივაციას  და  ჩართულობას  აამაღლებს  და  სწავლა-სწავლების  შედეგებს  გააუმჯობესებს.
დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი - სწავლების მეთოდები-შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების (საგაკვეთილო პროცესის) წარმართვა:   მოსწავლეთა მოტივირება უცხოურ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად, მაგალითად: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების, მოსწავლის ინტერესებთან და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/საკითხების შერჩევადაძლევადი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება და სხვა;
  სწორედ  ამ ცოდნისა  და  უნარების  ამაღლებას  ემსახურებოდა  ის  ფაქტი,  რომ  როდესაც  მასწავლებლის  სახლმა  გამოაცხადა  კონკურსი  საფრანგეთში  ფრანგული  ენის  მასწავლებლების  სტაჟირებისათვის,  ამ  კონკურსის  ერთ-ერთი  მონაწილე  (და  გამარჯვებული)  გავხდი.
სტაჟირება  საფრანგეთში,  ქ.  ანტიბის  საერთაშორისო  ცენტრში  ორგანიზებული  საქართველოს     მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ცენტრის   მიერ.
ხანგრძლივობა-37,5  საათი
2014  წლის  11  აგვისტოდან  22  აგვისტოს  ჩათვლით
სტაჟირების  მონაწილეება  ტრენინგები  გავიატრეთ  შემდეგ  საკითხებში:
·         სახალისო  აქტივობებით  ფრანგული  ენის  შესწავლა
·          დაწყებით  კლასებში  უცხო  ენის  სწავლების  პრობლემატიკა
·          ზეპირმეტყველების  განვითარება
·         ინოვაციური  მეთოდები  ენის  გაკვეთილზე
·          სიმღერის  გამოყენება  უცხო  ენის  შესასწავლად
·           ელექრონული  რესურსი-„Le français  et  vous
·         ენების  ევროპული  ჩარჩო  და  შეფასების  პრობლემატიკ
ტრენინგების  ყოველი  დღე  საინტერესო  იყო  და  ჩვენი  მომავალი  ეფექტური  მუშაობის  წინაპირობას  წარმოადგენდა.  წარმოვადგენ  რამდენიმე  იქ  შესწავლილ  აქტივობას,  რაც ახალი  და  მნიშვნელოვანი  იყო  ჩემთვის  და    პირდაპირ  აისახა  ჩემს  პრაქტიკაში:
თამაშით  სწავლა
მიზანი-მოსწავლეები,  ისაუბრებენ  რა  ფრანგულად  თამაშის  პროცესში, დახვეწენ  მეტყველებას  ამ  ენაზე,  დაძლევენ  სიმორცხვეს  და  გამარჯვების  სურვილით  შეპყრობილები,  უფრო  აქტიურად იქნებიან  ჩართულნი  საგაკვეთილო  პროცესში.
·           „Le  Morpion  -    კლასი  გავყოთ  ორ  ჯგუფად(o/×)
§  ინსტრუქცია-  ჯგუფები  ასახელებენ  ფრაზებს   présent-ში.
§  და  შეავსებენ კვადრატს პირობითი  ნიშნებით.  გამოიკვეთება     გამარჯვებული   გუნდი.            
×
o
×

o

o
×
×
·         საჭირო  რესურსია  ორი  კამათელი,  რომლებზეც  დახატულია  ნახატები(ფიფქია,  კოშკი,  ჯადოქარი...). მოსწავლეები  4-5  კაციან  ჯგუფებად  არიან  დაყოფილნი.  ისინი  რამდენჯერმე  აგორებენ  კამათლებს  და  შემდეგ  წერენ  ზღაპრებს  ამოსული  სურათების  მიხედვით.  გაკვეთილი  ყველა  ჯგუფის  მიერ  დაწერილი  ზღაპრების  მოსმენით  სრულდება.
მე  ამ  თამაშისთვის  შევქმენი  რესურსი-„ზღაპრის  კარტი“,   რასაც  ვურიგებ  ჯგუფებს  და ისინი  თავიანთი  კარტით  წერენ  ზღაპრებს.
"GEO\/KAT";">გვაქვს  კონვერტები,  სადაც  დევს  კითხვითი  სიტყვები-Quand?  Qui ?  Comment ?  Que ?  Où ?  ვარიგებ  კონვერტებს  ჯგუფებში  და  ვთხოვ,  შეადგინონ  კითხვითი  ფრაზები  მოცემული  კითხვითი  სიტყვის  გამოყენებით.(კითხვის  დასმის  უნარის  განვითარება)
·           გვაქვს  კონვერტები,  სადაც  დევს  სიტუაციები-Au  café,  au magasin,  à l’  école,  dans  le  bus-ვარიგებ  კონვერტებს  ჯგუფებში  და  ვთხოვ,  შეადგინონ    დიალოგები  და  გაითამაშონ  კლასში.
·         მოცემულია  დღის  რეჯიმი,  დასურათებული  ვერსია;  სურათები  არეულია.  მოსწავლეებს  ვთხოვ,  დაალაგონ  თანმიმდევრობით  და  მომიყვნენ  თავიანთი  დღის  რეჟიმის  შესახებ(ნაცვალსახელოვან  ზმნებზე  მუშაობა)  
·           Dessin-dicté-მოსწავლეები  რიგ-რიგით  გამოდიან  დაფასთან  და  ხატავენ   ნახატებს  მასწავლებლის  ინსტრუქციების  შესაბამისად:  La  maison  est  à  droit;   la  rivière  est  à  gauche;  l’  école  est  au  nord-ouest ....ამით მოსწავლე   სწავლობს  სივრცეში  ორიენტირებისთვის  საჭირო  გამოთქმებს  და  მათ  გამოყენებას
·         მეტყველებაში  შეცდომების  დაშვების  დროს  მასწავლებელი  მოსწავლეს  ე. წ.  ყვითელ  ბარათს  უჩვენებს,  ამ  ნიშანზე  მოსწავლეები  შეცდომებს  ასწორებენ.
·         გვაქვს  კონვერტები,  სადაც  დევს  სამზარეულოს  რეცეპტები,  მაგრამ  დაჭრილი  ფორმით.  მოსწავლეებმა  უნდა  აღადგინონ  ისინი  თავდაპირველი  ფორმით.
·         ლექსის  ტექსტი  დაჭრილია  ტაეპებად,  მოსწავლეებმა უნდა  აღადგინონ  ტაეპების   თანმიმდევრობა.

    P.S.  მადლობა  მასწავლებლის  სახლს  იმ  ნაყოფიერი  და  დაუვიწყარი  ორი  კვირისთვის,  რაც  საფრანგეთში  კოლეგებთან ერთად გავატარე  და   რაც  მნიშვნელოვნად  აისახა ჩემს  პრაქტიკაზე.














































Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire