ჩემი ბიოგრაფია(CV)

რესურსები გაკვეთილისთვის "ფერები"

გაკვეთილის  გეგმა  

მთავარი  თემაფერები
საგანიფრანგული  ენა
სწავლების  საფეხურისაბაზო   საფეხური,   VII კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა28  მოსწავლე
მნიშვნელობა-აქტუალობამოსწავლე  შეძლებს  აღწეროს  მის  ირგვლივ  მყოფი  ან  ნებისმიერი  საგნები  ფერების  გამოყენებით

მიზნები  და  შედეგები
ფერების  შესწავლა  და  მათი  სწორად  გამოყენება

უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
  • სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
  • ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
  • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
  • სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს;

შეფასება
წინასწარ   შედგენილი რუბრიკის  მიხედვით

სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
ცარცი,  დაფა,  რვეული,   Vue,  Power-Point,  კომპიუტერი, პროექტორი  



მიმდინარეობა
*დასწრების შემოწმება
*თარიღი(ერთ-ერთი მოსწავლე წერს დაფაზე თარიღს)
*ამინდი

*გამოწვევა:ამინდიწელიწადის  დრო-გაზაფხულიფერები  ჩვენს  ირგვლივ
*პრეზენტაცია,  მომზადებული  Power-Point-ში.გავიხსენოთ  ნასწავლი   ფერები(სლაიდი–2),     შემდეგ   შევასრულოთ   სავარჯიშო   დამოუკიდებლად(სლაიდი–3).(მასწავლებელი  ინსტრუქციის  მიცემის  შემდეგ  მიდის   მოსწავლეებთან და  ასწორებს  წერისას   დაშვებულ  შეცდომებს,  შემდეგ  სავარჯიშოს  მოსწავლეები  რიგ-რიგით   კითხულობენ)
*მასწავლებელი  მოსწავლეებს  შეახსენებს  ზედსართავი  სახელების  არსებით  სახელებთან  სქესში  შეთანების  წესებს,შემდეგ  კითხვა-პასუხის  რეჯიმში  ამოწმებს  მათ  ცოდნას(სლაიდი4,5)
*ახალი  ფერები(სლაიდი 6)მასწავლებელი  მოსწავლეებს  აცნობს  ახალ ფერებს  ცნების  რუკის  საშუალებით,   სთხოვს  საკლასო  ოთახში  იპოვონ  ეს  ფერები  და  დაასახელონ   მაგალითები (კითხვა-პასუხი)(ინტერაქცია  მოსწავლეთა  შორის:  რა  ფერია  ჩემი  ჩანთა?-  ის  მუქი  მწვანეა...)
*ზედსართავი  სახელების  შეთანხმება  სქესსა  და  რიცხვში  არსებითებთან(სლაიდი7). მასწავლებელი  აცნობს  წესებს  მოსწავლეებს, თან  სთხოვს  მოსწავლეებს  დაასახელონ   მაგალითები.
*სავარჯიშოს  შესრულება(სლაიდი8). მოსწავლეები  გამოდიან  დაფასთან  და წერენ  სავარჯიშოში მითითებულ  ფერს  სწორ  ფორმაში,  მასწავლებელთან  ერთად  აკეთებენ  დასკვნებს.
*მასწავლებელი  მოსწავლეებს  სთხოვს  აღწერონ ვან  გოგის  ტილო(სლაიდი  9),  გამოიყენონ  შესწავლილი  ფერები.  მასწავლებელი  მუშაობს  მთელ  კლასთან.    (იგივე  დავალებას   მოსწავლეები  შინ  ინდივიდუალურად  წერით  შეასრულებენ)

საშინაო  დავალება-დაწერეთ  იმპრესიონისტების  ნებისმიერი  ტილოს  აღწერა  ისე,  რომ  გამოიყენოთ  სულ  ცოტა   ხუთი  ახალი   ფერის  არმნიშვნელი  ზედსართავი  სახელი.


Power  Point  პრეზენტაცია- 

შეფასების  სქემა

კომპონენტები/შკალა1,2,34,56,78,9,10
ლაპარაკივერ ერთვება ინტერაქციაში, პასიურიაცდილობს მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში,შეცდომით, მაგრამ ცდილობს გამოიყენოს  შესაბამისი  ნასწავლი  ლექსიკაერთვება ინტერაქციაში,  სათანადოდ  იყენებს  ნასწავლ  ენობრივ კონსტრუქციებს,  თემის  შესაბამის  ლექსიკას, მაგრამ  აქვს მცირე შეცდომებიაქტიურად ერთვება ინტერაქციაში,  უშეცდომოდ  იყენებს  ნასწავლ  ენობრივ კონსტრუქციებს,  თემის  შესაბამის  ლექსიკას
წერაარ წერს  ან  ცდილობს , მაგრამ  უშედეგოდცდილობს  შეასრულოს  მასწავლებლის  მიერ  შემოთავაზებული  სავარჯიშოები,  მაგრამ  შეცდომები  მრავალიამცირე  შეცდომებით,  მაგრამ  გასაგებად  ასრულებს  წერით  სამუშაოსშეცდომების  გარეშე,  ინსტრუქციების  შესაბამისად  ასრულებს  შემოთავაზებულ  სავარჯიშოებს

ელექტრონული  რესურსის  „ ფერები“  რეფლექსია
მიხეილ  ჯავახიშვილის  სახელობის  ქალაქ  თბილისის  124  საჯარო  სკოლის  ფრანგული  ენის  მასწავლებელი  ნონა  ბეროშვილი
ელექტრონული  მისამართი- http://nonaberoshvilis.blogspot.com/p/blog-page_28.html  
ფრანგული   ენის  შესწავლის  საწყის  ეტაპზე  (A1)  მოსწავლეებს  ვასწავლი  ფერებს და  ვთხოვ  ამ  მახასიათებლის  მიხედვით   საგნების  დახასიათებას;  როგორც  სახელმძღვანელოში,  ისე  სამუშაო  რვეულში არის  სავარჯიშოები,  რომელთა  საშუალებითაც  მოსწავლეებს  ვასწავლი  როგორც  ძირითადი  ფერების    დასახელებას,   ისე  მათ  შეთანხმებას  არსებით  სახელებთან,  რომელსაც  ისინი  განსზღვრავენ.  უფრო  რთულადაა  საქმე  შემდგომ  ეტაპებზე(A2,  B1).  ფრანგული  ენის  მასწავლებლებს  გვიწევს  რესურსების  მოძიება  და  შექმნა  არა  მხოლოდ  მოსწავლეთა  მოტივაციის  გაზრდის  ან   სასწავლო  პროცესის  გამრავალფეროვნების  თუ  უფრო  ეფექტური  სწავლების   მიზნით,  არმედ  იმ  მიზეზის  გამოც,  რომ  სახელმძღვანელოში   არსადაა  მასალა  ფერის  აღმნიშვნელი  რთული  ზედსართავების  შესახებ.  სწორედ  ამ  მიზანს  ემსახურებოდა  ჩემ  მიერ  მოცემული  რესურსის  შექმნა-  შევასწავლო  მოსწავლეებს  რთული  ზედსართავი  სახელები,  მათი  შეთანხმება  არსებით  სახელებთან  და  მათი  გამოყენება.  (უცხ.ს.III.19.მოსწავლე  ფლობს  და  იყენებს  საბაზისო  ენობრივ  უნარ-ჩვევებს.  *ინტერაქციის  წარმართვისას  სათანადოდ  შეარჩევს ნასწავლ  ენობრივ  კონსტრუქციებს;   *იყენებს  სასაუბრო  თემის  შესაბამის  ნასწავლ  ლექსიკას.)
მოცემული  სასწავლო  რესურსი  შექმნილია  ჩემ  მიერ,  ყველა   სლაიდზე  წარმოდგენილი  მასალა  და  სავარჯიშო  ჩემი  შექმნილია,  ამიტომაც    არსადაა  მითითებული  გამოყენებული  რესურსები. გაკვეთილის  მსვლელობა  ემთხვევა  სლაიდებს(მეორე-მესამე  სლაიდების  საშუალებით  მოსწავლეებს  ვახსენებ  ნასწავლ  ფერებს,  მესამე-მეოთხე  სლაიდები  ემსახურება  ფერების  აღმნიშვნელი  ზედსართავი  სახელების  სქესს  და  არსებით  სახელთან  მათ  შეთანხმებას.  ეს  ის  წინარე  ცოდნაა,  რასაც  მეექვსე  სლაიდზე  მოცემული  ფერების  აღმნიშვნელი  რთული  ზედსართავი  სახელების  შესწავლა  ეფუძნება.  აღსანიშნავია,  რომ  ამ  სლაიდის  შესაქმნელად  გამოვიყენე  პროგრამა  Vue,  ე.  წ.  ცნების  რუკა (სწრედ  რესურსების  შექმნისათვის  გავიარე  ისტ  მეორე  დონის  ტრენინგი -“ისტ  გამოყენება  სასწავლო  პროცესში“-ტრენერი  ნინო  ცანდიშვილი,  სადაც  შევისწავლეთ  გაკვეთილის  ორგანიზება  ისტ  ტექნოლოგიების,  მათ  შორის  პროგრამა  Vue   და  Power Point    გამოყენებით).

      მეექვსე  და  მეშვიდე  სალიდებზე  მოცემული  მასალის  განხილვის  შემდეგ  მოსწავლეებს  ვთხოვ  ფერის  მიხედვით  დაახასიათონ  კლასში  არსებული  საგნები,  დასვან  კითხვები  და  უპასუხონ (De  quelle  couleur  est  mon  sac?  Est-il  jaune-citron ?) ინტერაქციის     შემდეგ,  როდესაც  მოსწავლეები  მერვე  სლაიდზე  მოცემულ  სავარჯოშოს  შეასრულებენ  და  დავრწმუნდები,  რომ  მათ  შეისწავლეს  და  სწორად  იყენებენ  ახალ   ლექსიკურ ერთეულებს,  ჯერი  მეცხრე  სლაიდზე  მოცემული  ვან გოგის  ტილოს  აღწერაზეა-ამით  მოსწავლეებს  საშუალება  ეძლევათ   გაიხსენონ  იმპრესიონისტი  მხატვრები  და  აღწერონ  მათ  სურათებზე  მოცემული  ფერთა  პალიტრა,   ნასწავლი  ლექსიკური  ერთეულები  გამოიყენონ  და  ცოდნა  განიმტკიცონ.(საშინაო  დავალება-იმპრესიონისტების ნებისმიერი  ტილოს  აღწერა  სულ  ცოტა  ხუთი  ახალი   ფერის  აღმნიშვნელი  ზედსართავის  გამოყენებით.)
ამრიგად,  მოცემული  რესურსით მოსწავლეები  გაიმეორებენ  ნასწავლ  ფერების  აღმნიშველ  ზედსართავ  სახელებს,  შეისწავლიან  ახალს,  მათ  სწორად  შეთანხმებას  არსებით  სახელთან  და  მათ  გამოყენებას.






Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire