ფრანგული ენის გასვლითი საინფორმაციო სემინარი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა ფრანგული ენის მასწავლებეთა საინფორმაციო ორდღიანი სემინარი ბაზალეთში 2013 წლის 2-3 ნოემბერს, რომელსაც დავესწარი მსმენელის სტატუსით. აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მომხსენებლები იყვნენ ფრანგული ენის ის მასწავლებლები, ვინც სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთში.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გია მამულაშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ქეთევან ქურციკიძემ დამსწრეებს გაგვაცნო ინტერნეტ საიტი http;//parlons- francais.tv5monde.com/ განვიხილეთ ამ საიტის შესაძლო გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
სამუშაო ოთახში გადანაწილების შემდეგ საფრანგეთიდან დაბრუნებულმა მასწავლებლებმა გაგვიზიარეს ის გამოცდილება, რაც მათ სტაჟირებაზე მიიღეს. ამ აქტივობების წარდგენისას, დამსწრე მასწავლებლები ვიყავით მოსწავლეების როლში, რამაც საგაკვეთილო სიტუაცია თვალნათელი გახადა.
აქტივობა-მოცემულია რამდენიმე ელემენტი, მაგ. წელიწადის დროები, მთავარი გმირები, მოქმედების ადგილები, მნიშვნელოვანი ნივთები, მოვლენები. ჩამონათვალიდან მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ სასურველს, შემდგომ ახდენენ სიუჟეტის გამთლიანებას და წარადგენენ კომპოზიციებს.
აქტივობა-სიმღერის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში-განხილულ იყო ერთი კონკრეტული ცნობილი სიმღერის მაგალითზე-"Non, non, non"- de Camélia Jordana.
აქტივობა- კლიპის განხილვა;- ჯერ ვნახეთ კლიპი უხმოდ, ვარაუდებით მივედით დასკვნებამდე თუ რას ეხება, სად ხდება მოქმედება და ა. შ. შემდეგ ვნახეთ კლიპი სრულად, და ვარაუდების ნაწილი გამართლდა, ნაწილი-არა
აქტივობა-ლექსის ტექსტი დაჭრილია ტაეპებად, მოსწავლეებმა უნდა სცადონ ნაწილების თანმიმდევრულად დალაგება და ტექსტის გამთლიანება.
ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ სემინარის მონაწილენი კმაყოფილები გავბრუნდით ბაზალეთიდან.
კონფერენცია-ეროვნული სასწავლო გეგმა-არსებული გამოწვევები და პერსპექტივები
2013 წლის 26 დეკემბერი, მერიოტი
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire