ჩემი ბიოგრაფია(CV)

კომპლექსური დავალება-გამოწვევა მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის

მესამე თაობის ეროვნულმა სასაწავლო გეგმამ ახალი დილემის წინაშე დააყენა როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები-და მაინც, როგორ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალება, როგორი უნდა იყოს მისი სირთულე, რას უნდა უწყობდეს ხელს რომ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა და შედეგი მივიღოთ? პირველი და აუცილებელი პირობა მოსწავლეთა ჩართულობისთვის არის ის, რომ ყველა მოსწავლემ პირველი გაკვეთილიდან იციდეს რა დავალების შესრულებას ეძღვნება მის შემდგომ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. ყველა აქტივობა, საკლასო და საშინაო დავალებები მიმართული უნდა იყოს მოცემული კომპლექსური დავალების შესრულებისკენ. კომპლექსური დავალების დიდი ნაწილი საკლასო სივრცეში უნდა შესრულდეს და არა სახლში. მოსწავლეს მასწავლებლის ფასილიტაციის გარეშე დავალების შესრულება გაუჭირდება, და სწორედ აქ დაიწყება მშობლების სამართლიანი უკმაყოფილება. მოსწავლემ არა მხოლოდ უნდა წარმოადგინოს თავისი ნაუშევარი, არამედ უნდა შეძლოს აღწეროს მუშაობის პროცესი-რა გაუჭირდა და რა გაუადვილდა, რას გააკეთებდა სხვანაირად ახლიდან რომ იწყებდეს ამ სამუშაოს შესრულებას. აქ მასწავლებელი მოსწავლეს ყურადღებას ამახვილებინებს შემდეგ საკითხებზე: ვინ ვარ მე და რა გადაწყვეტილებას ვიღებ თვითრეალიზაციისთვის, როგორ დავისახე მიზანი, ორიენტირებული ვიყავი თუ არა პროცესზე. ყველა ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით, როგორ შევარჩიოთ სწორად კომპლექსური დავალება? კომპლექსური დავალება, რომელიც მოსწავლემ უნდა შეასრულოს, არ უნდა იყოს ზედმეტად რთული, არც მარტივი. სირთულის შემთხვევაში არსებობს იმის საფრთხე, რომ მოსწავლემ საერთოდ უარი თქვას მის შესრულებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი დავალება ზედმეტად იოლი იქნება, შესაძლებელია მოსწავლეებს ინტერესი არ ჰქონდეთ მისი შესრულების. კომპლექსური დავალება მოსწავლეებს იდეების ხორცშესხმის საშუალებას უნდა აძლევდეს. მოსწავლე მას შემოქმედებითად უნდა მიუდგეს, გამოაჩინოს თავისი ორიგინალურობა-ეს გარკვეულწილად მოტივაციის შენარჩუნების გზაც იქნება. ამასთან, მოსწავლეები ინტერესით დაელოდებიან ერთმანეთის ნამუშევრებს-შემოქმედებითად წარმოდგენილი დავალებების ფონზე მოსწავლეები ერთმანეთისგან კიდევ უფრო მეტს ისწავლიან. ამასთან, მოსწავლეთა ჩართულობა უდაოდ გაიზრდება. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, ეს არის მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალიწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაშიუნდა მოხდეს პროდუქტის, რესურსების, პირობის ცვლილება და კლასის საჭიროებაზე მორგება. ამ ცვლილების განხორციელებისათვის მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს თავისი კლასის მოსწავლეებს, იცოდეს მათი განსაკუთრებული მისწრაფებები ცეკვით, სიმღერით, ხატვით, სპორტის სხვადასხვა სახეობით გატაცების შესახებ და ეს მისწრაფებები შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს სამუშაო პროცესში.

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire