მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 124 საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი ნონა ბეროშვილი
ჩემი ბიოგრაფია(CV)
- მოსწავლეთა წარმატებები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე
- პატარა უფლისწული
- ფრანკოფონიის კონკურსები
- სტაჟირება ნიცაში
- კონფერენცია-"Les projets et leur rôle dans l'enseignement de la langue étrangère "
- პროექტი Escale:Tbilissi-Nantes
- Les curiosités de Paris
- პროექტი-„ჟან შარდენი და საქართველო“
- ფრანგულ მედიათეკაში
- კოლეგებთან ურთიერთობა
- პროექტი-"ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი"
- სემინარები
- სამოდელო გაკვეთილი-"წესები და აკრძალვები სკოლაში"
- პროექტი- " კომიქსები"
- Travailler avec les livres français
- 10 რჩევა-როგორ გამოვიყენოთ ფილმების პოსტერები ფრანგული ენის გაკვეთილზე
- „მე ვკითხულობ ფრანგულად“- სკოლა N53
- პროექტი-„ალჟირის ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში“
- ენების ევროპული დღე ჩემს სკოლაში
- Voyage virtuel à Paris
- კომპლექსური დავალება-გამოწვევა მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის
- ჩემი პირველი ფრანგულის გაკვეთილი
- სამოდელო გაკვეთილი-"წერილები Biscotte Mulotte-ს"
- სამოდელო გაკვეთილი-"TADEUS"
- ჩვენ გავიცნობთ საქართველოს
- პროექტი-"პარიზში"
- რესურსები გაკვეთილისთვის "ფერები"
- სამოდელო გაკვეთილი-ეკოლოგია- “Je roule écolo”
- თამაშები ფრანგული ენის გაკვეთილზე
- აღდგომის დღესასწაული საფრანგეთში და საქართველოში
- Pâques
- მე-მენტორი
- L' EUROPE OU L' ASIE?
- სტაჟირება ანტიბში
- თსსუ-ვიქტორინა ფრანკოფონებისათვის
- სასკოლო კონფერენცია "დღესასწაულები და ტრადიციები"
- სერტიფიკატები
- Lance le dé
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა-"საშინაო დავალებით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზები"
- Les fêtes nationales
- e-Twining plus- „აღდგომის დღესასწაული-საკვები და ტრადიციები“
- რესურსი-"კალენდარი"
- საერთაშორისო კვლევების როლი ჩვენი პრაქტიკის გაუმჯობესებაში
- პროექტი-"Portraits parlants" "ამეტყველებული პორტრეტები"
- პროექტი- "Chevalier à la peau de tigre" " ვეფხისტყაოსანი""
- კრეატიული დღიური
- ფრანგული ენის მასწავლებელთა კონფერენცია 2023
თამაშები ფრანგული ენის გაკვეთილზე
თამაშით სწავლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უცხოური ენის გაკვეთილზე. ასაკის გათვალისწინებით, მოსწავლისთვის თამაში ყველაზე ორგანული საქმიანობაა და სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს მათ გასაკუთრებულ მოლოდინს, გაზრდილ ჩართულობას და ინტერესს იმ საგაკვეთილო პროცესის მიმართ, რომელშიც თამაშებია ინტეგრირებული.
თამაშით, მასწავლებელს შეუძლია, თავი დააღწიოს რუტინულ სავარჯიშოებს, რომლებიც გარკვეულწილად დამღლელ გამეორებაზე, ან ზოგჯერ იძულებითი ლაპარაკზეა დაფუძნებული. მოსწავლე თამაშისას ბედავს გამოთქმას, წერას, წინადადებების სპონტანურად აწყობას, ის ნაკლებად ნერვიულობს შეცდომებზე.
თამაშის წყალობით ადვილია მოსწავლეთა თემაზე კონცენტრირება და გაკვეთილის ტემპის შენარჩუნება. ამ დროს ყველა მოსწავლე აქტიური მონაწილეა და ყურადღებას ამახვილებს ჯგუფურ სულისკვეთებაზე, გამარჯვებაზე.
თამაშები შესასწავლი მასალის მიხედვით იგეგმება და სრულდება. ზოგ შემთხვევაში, ისინი განვლილი მასალის გამეორების საშუალებას იძლევა, ზოგჯერ ეფექტურია ახალი მასალის ახსნა-განმტკიცების დროს, ძირითადად კი, ნასწავლის გამოყენებაში გვეხმარება.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა, რომელიც თამაშის ელემენტებს შეიცავს და ეფექტურია ფრანგული ენის გაკვეთილზე.
„გააგორე კამათელი“. ამ აქტივობისთვის საჭირო რესურსია ხის კუბიკი, რომელსაც ექვსივე გვერდზე პირის ნაცვალსახელები აწერია. მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს, როგორი ტიპის გაკვეთილს ატარებს, რა აქვს მიზანი და როგორ გამოიყენებს კამათელს.
რესურსი ადვილად დასამზადებელია, ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, მსუბუქი, ეკოლოგიურად სუფთა და არ არის ძვირი.
აღნიშნული თამაშის მიზანია, მოსწავლეებმა ხალისით შეასრულონ დავალება, ითანამშრომლონ მასწავლებელთან, გაიზარდოს მოტივაცია და ჩართულობა, შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება. რესურსის გამოყენებით, მოსწავლეები თამაშ-თამაშით დაიმახსოვრებენ პირის ნაცვალსახელებს, ისწავლიან ზმნების უღლებას, მათ გამოყენებას წინადადებებში, სხვადასხვა ფორმაში. (ინსტრუქცია: გააგორე კამათელი სამჯერ და მითხარი ზმნა – თხრობით/კითხვით/ უარყოფით ფორმაში).
„ააწყვე სიტყვა“. ამ თამაშის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ზეპირად, არამედ წერით შეისწავლონ ახალი ლექსიკური ერთეულები. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავაცნობ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, ვთავაზობ, ვითამაშოთ „ააწყვე სიტყვა“. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ სიტყვა, რომელიც თანატოლმა ჩაიფიქრა და მასში ასოების რაოდენობა დაფაზე ტირეების საშუალებით გამოხატა. ასახელებენ და წერენ ასოებს სიტყვის გამოცნობამდე. ვინც გამოიცნობს, მიიღებს უფლებას, რომ ახალი სიტყვა ჩაიფიქროს.
„საზღაპრეთი“. ამ აქტივობისთვის საჭირო რესურსი წარმოადგენს კარტებს, რომელზეც ზღაპრის პერსონაჟებია გამოსახული. დაფაზე წერია ის ზმნები, რომელთა შესწავლა ჩემი მიზანია, მოსწავლეები კი 4-5 კაციან ჯგუფებად არიან დაყოფილნი. ამოსული კარტების მიხედვით, ისინი თხზავენ ზღაპრებს. აუცილებელი პირობაა, რომ კარტში ამოსულ პერსონაჟებთან ერთად, გამოიყენონ დაფაზე დაწერილი ყველა ზმნა. გაკვეთილი ყველა ჯგუფის მიერ შექმნილი ზღაპრების მოსმენით სრულდება.
„ვინ ვარ მე?“. ამ თამაშს მაშინ ვთამაშობთ, როდესაც ვასწავლი ადამიანის გარეგნობის აღწერას. მას შემდეგ, რაც მოსავლეებს ავუხსნი საჭირო ლექსიკურ ერთეულებს, ვთავაზობ, შუბლზე დაიწებონ ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული ბარათები, რომლებზეც გამოჩენილი პიროვნებების სახელები წერია. მოსწავლემ არ უნდა იცოდეს, ვის სახელს ატარებს. ის კითხვებს უსვამს თანაკლასელებს, რათა გამოიცნოს „ვინ არის“. რიგ-რიგობით, მოსწავლეები რომლებიც გამოიცნობენ საკუთარ „ვინაობას“, შუბლიდან იხსნიან ბარათებს. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე ადრე მოიხსნის ბარათს, თუმცა დანარჩენებს უფრო მეტი კითხვის დასმა უწევთ და შესაბამისად, უფრო მეტად იყენებენ და იმახსოვრებენ საჭირო ლექსიკურ ერთეულებს.
ბურთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომელსაც პირველივე გაკვეთილიდან აქტიურად ვიყენებ. პირველ გაკვეთილზე, როდესაც მოსწავლეებს ვასწავლი -Je m’ appelle, მას შემდეგ, რაც ყველა წარმოთქვამს ამ ფრაზას, ვიწყებთ თამაშს და კითხვაზე- Tu t’ appelles comment? პასუხს ის მოსწავლე გამცემს, ვინც ბურთს დაიჭერს. ნელ-ნელა თამაშის წესი იცვლება, მოსწავლეები უჩემოდ თამაშობენ ბურთით, თვითონ სვამენ კითხვას და თვითონვე პასუხობენ.
როდესაც მოსწავლეებს ცხოველების დასახელებას ვასწავლი, ვაძლევ დავალებას, რომ თავიანთი საყვარელი ცხოველები თაბახის ფურცლებზე დახატონ და დასახელებები ფრანგულად მიუწერონ. მომდევნო გაკვეთილი თამაშის დღეა. მოსწავლეები ნახატებს გულზე იმაგრებენ, წრეზე დგებიან და ერთმანეთს ბურთს აწოდებენ. ამ მომენტში იმ ცხოველის სახელს ამბობენ, რაც გულზე ახატიათ. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელსაც არა მხოლოდ ბურთი არ დაუვარდება, არამედ, ყველა ცხოველის სახელს სწორად წარმოთქვამს.
აღნიშნული თამაშის გამოყენება ნებისმიერი თემის შესწავლისას ეფექტურია, თუკი მასწავლებლის მიზანი ახალი ლექსიკური ერთეულების სწავლებაა.
თამაშის დაგეგმვისას, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დავალების შესრულებისას, მნიშვნელოვანია დროის ლიმიტის დაწესება და დაცვა. ასეთ შემთხვევაში, თამაში არ გახდება მოსაწყენი და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა ადვილად მისაღწევი იქნება. ამასთან, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ინტერესები და ასაკობრივი თავისებურებები.
Inscription à :
Articles (Atom)
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire