ჩემი ბიოგრაფია(CV)

10 რჩევა-როგორ გამოვიყენოთ ფილმების პოსტერები ფრანგული ენის გაკვეთილზე

ფილმის პოსტერები არის დოკუმენტური მასალა, რომელიც მზადდება ფილმის რეკლამირებისთვის ფილმის გამოსვლამდე ან მისი ჩვენებისას. მასზე მოცემულია ფილმის სათაური, რეჟისორის ვინაობა, მთავარი გმირების როლის შემსრულებელი მსახიობების გვარები. პოსტერზე მოცემული ვიზუალური ინფორმაცია(ფერები, პერსონაჟთა ჩაცმულობა, მიმიკები და სხვ.) საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ ფილმის ჟანრი და ხასიათი. სწორედ ამ მახასიათებლებს ეფუძნება საგანმანათლებლო აქტივობები: • აფიშაზე დაკვირვება მასზე წარმოდგენილი მთავარი ელემენტების ამოსაცნობად. • აფიშაზე დაყრდნობით შესასწავლ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა. • ზეპირმეტყველების და წერის უნარ-ჩვევებზე მუშაობა; ინტერაქცია ფრანგული ენის გაკვეთილზე. • მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა და წახალისება ფილმების სანახავად. 1.შეხედე პოსტერს. იპოვეთ შემდეგი ელემენტები: ფილმის სათაური, რეჟისორის სახელი, მთავარი მოქმედი პირები, სხვა წერილობით გადმოცემული ინფორმაცია. 2. შეხედე და დააკვირდი პოსტერს- რა განწყობა გიჩნდება? რა ჟანრის ფილმია? (კომედია, დრამა, დეტექტიური ფილმი, დოკუმენტური ფილმი...) დაფაზე დაწერეთ ყველა ზედსართავი სახელი, დაკავშირებული აფიშასთან. 3.კითხვარი-დააკვირდით პოსტერს და უპასუხეთ შეკითხვებს: რამდენი პერსონაჟია პოსტერზე? რას აკეთებენ ისინი? რას ან ვის უყურებენ ისინი? რა ფერები დომინირებს? რას ხედავთ წინა პლანზე? უკანა პლანზე? 4.აღწერა-კლასის ერთ ნაწილს მიეცით პოსტერი, მეორე ნაწილმა შეეცადოს დახატოს პოსტერი იმ მინიშნებებით, რასაც პირველი ჯგუფის ბავშვები კარნახობენ. ისინი იყენებენ სიტყვებს: პირველ პლანზე, უკანა პლანზე, წინ, უკან, შუაში, გვერდით... გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ადარებენ ორ პოსტერს-ორიგინალს და დახატულს. 5.დაკვირვება და მოსაზრებები-დააკვირდით პერსონაჟებს: ასაკი? ჩაცმულობა? ქალი? კაცი? რამდენი პერსონაჟია? თქვენი ვარაუდით, როგორია ამ პერსონაჟების ცხოვრება?როგორი ურთიერთობაა გმირებს შორის? ერთი ოჯახიდან არიან? მეგობრობენ? მოიფიქრეთ ისტორია მათი მონაწილეობით. 6. შეხედე პოსტერს-წარმოადგინე პერსონაჟების გარეგნული და შინაგანი პორტრეტი. დაფაზე ჩამოწერეთ შესაბამისი ზედსართავი სახელები. თქვენი აზრით, როგორი ხასიათი აქვთ ამ პერსონაჟებს? მსახიობებს, ვინც მათ როლს ასრულებენ, აქვთ საერთო ამ პერსონაჟების ხასიათთან? თუ განსხვავდებიან? 7. დააკვირდი აფიშას-წარმოიდგინე და წარმოადგინე ფილმის დასაწყისი ერთი წინადადებით. უპასუხე კითხვებს: - ვინ არიან გმირები? - სად ხდება ამბავი? - როდის ვითარდება ამბავი? - რა ხდება ფილმში? გამოთქვით ვარაუდები სცენარის შესახებ. 8. შენ და პოსტერი მოგწონს პოსტერი? დააკავშირე ის ფილმის სათაურთან. გიბიძგებს ის ფილმის ნახვისკენ? რატომ ? რა გიკვირს? Რა მოგწონს ? Რა არ მოგწონს ?... 9. დამალული სათაური დამალეთ სათაური, შემდეგ დაარიგეთ ფილმის პოსტერები. სურათის მიხედვით წარმოიდგინეთ ფილმის სათაური. შემდეგ მოსწავლეებს აჩვენეთ ფილმის ორიგინალი პოსტერი, შეადარონ მათი მოფიქრებული სათაურები ნამდვილს. ან აჩვენეთ მოსწავლეებს რამდენიმე პოსტერი დამალული სათაურით. დაწერეთ სათაურები დაფაზე და სთხოვეთ, მოარგონ პოსტერებს, ახსნან თავიანთი არჩევანი. შემდეგ წარმოადგინეთ ორიგინალი პოსტერები-სწორად გამოიცანით სათაურები? 10. ჩემი საყვარელი ფილმის პოსტერი მოსწავლეებს სთხოვეთ მოამზადონ თავიანთი საყვარელი ფილმის პოსტერი, დანარჩენებმა პოსტერზე დაყრდნობით ივარაუდონ სიუჟეტი. იმ შემთხვევაში, თუ ორიმოსწავლე ერთიდაიგივე ფილმის პოსტერებს წარმოადგენენ, შეადარონ ისინი-რა არის მათ შორის საერთო და განსხვავებული? ზემოთჩამოთვლილი აქტივობები კლასის ცოდნის დონის და მზაობის შესაბამისად შეიძლება ვცვალოთ- მოვარგოთ ჩვენს მოსწავლეებს. მათში ადვილად შეიძლება ინტეგრირდეს თამაშის ელემენტები, აქტივობები შესრულდეს ჯგუფურად ან წყვილებში, დროის ₾იმიტის მითითებით და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რესურსებს-ამობეჭდავს ან ეკრანზე აჩვენებს შერჩეულ აფიშებს. წყარო-J’apprends le français avec le cinéma; Michel BOIRON CAVILAM – Alliance Française.

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire