ჩემი ბიოგრაფია(CV)

dimanche 23 avril 2023

ჩემი ბიოგრაფია(CV)

სახელი, გვარი: ნონა ბეროშვილი 
  დაბადების თარიღი: 1975 წლის 1 ივნისი 
  მისამართი: მოსკოვს გამზირი, კორპ.-40ბ, ბინა-12. 
  ტელ: 577332508, 599401392 
  E-mail: nonia1975@gmail.com 
  განათლება : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დ/ე ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენის ფილოლოგის სპეციალობით, 1992-1998 წლები
სამუშაო გამოცდილება:
 2000 წლიდან დღემდე ვმუშაობ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად; 2019 წელს ჩავაბარე ინგლისური ენის მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა, რამაც საშუალება მომცა ფრანგულთან ერთად ინგლისური ენაც მესწავლებინა მოსწავლეებისათვის. 
2022 წელს მუშაობა დავიწყე აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად. 


2010 წელს წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის ორივე ნაწილი: ფრანგული ენა და პროფესიული უნარები, რის საფუძველზეც გავხდი სერტიფიცერებული მასწავლებელი:
2011 წელს ჩავაბარე განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ინგლისურის და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა, რის საფუძველზეც მომენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
სხვადასხვა წლებში ჩავაბარე ქართული ენისა და ლიტერატურის(I-VI), დაწყებითის(I-IV), და ბოლოს ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდები.
2019 წლიდან ვარ წამყვანი მასწავლებელი:
ტრენინგები: 
2014 წლის გაზაფხულზე მასწავლებლის სახლმა გამოაცხადა კონკურსი საფრანგეთში სტაჟირების მსურველთათვის. გავხდი ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და სტაჟირება გავიარე ანტიბის საერთაშორისო ცენტრში 2014 წლის 11-22 აგვისტოს.
გარდა სტაჟირებისა, გავლილი მაქვს უამრავი ტრენინგი, მათ შორის საერთაშორისო, მონაწილეობა მაქვს მიღებული კონფერენციებში, მათ შორის მონაწილის სტატუსით.
მონაწილეობას ვიღებ კონკურსებში, მათ შორის აღსაბიშნავია წარმატებული მონაწილეობა ფრანკოფონიის კონკურსებში
2013 წლის აპრილში გავიარე „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი სახელწოდებით „ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში“
2008 წლის ზაფხულში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ „ირმის ნახტომისა“ და „ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის“ მიერ ჩატარდა ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების კონფერენცია. ამ კონფერენციაზე მე და ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარინა ტარუღიშვილი წარვდექით IX კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის „საფრანგეთის ღირსშესანიშნაობები“ საგაკვეთილო გეგმით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 ენები: ქართული (მშობლიური), ფრანგული ენა, ინგლისური ენა, რუსული ენა. 
ჰობი: კითხვა, მოგზაურობა
 ოჯახური მდგომარეობა: მყავს მეუღლე და ერთი შვილი